სერბეთის ნაკრები გულშემატკივრების გამო დაისაჯა
სერბეთის ნაკრები გულშემატკივრების გამო დაისაჯა

უეფამ სასჯელი გამოუტანა სერბეთის ფეხბურთის ფედერაციას გულშემატკივრების საქციელის გამო ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.

დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა: გულშემატკივრების შერბენა მინდორზე, რასისტული შეძახილები და ფაიერების გამოყენება.

ამის გამო, სერბეთის ნაკრები უეფას ეგიდით ორ უახლოეს მატჩს ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაატარებს. გარდა ამისა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ჯარიმის სახით 33 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.

უახლოეს საწინაო მატჩში სერბები ლუქსემბურგს მიიღებენ, შემდეგი – უკრაინასთან.