შაბათს, 28 ივლისს, ბარსელონაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომლის გამარჯვებული სერბეთის ეროვნული გუნდი გახდა. ფინალურ მატჩში სერბებმა მასპინძელი ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლნენ პრესტიჟულ ჯილდოს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი ესპანელებმა 1-0 მოიგეს, მეორეში გუნდებმა 3-3 გოლი გაცვალეს, მესამეში სერბეთმა გაიმარჯვა ერთი ბურთის სხვაობით (3-2) და მეოთხე პერიოდი ისევ ფვრედ – 1-1 დასრულდა. საბოლოოდ ანგარიში 7-7 დაფიქსირდა და დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც სერბებმა უფრო იყოჩაღეს და საბოლოოდ გამარჯვებც მათ დარჩათ – 12-10.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა საუკეთესო შედეგი არ არის, რადგან უნგრეთის ნაკრებს ეს ზედიზედ ხუთჯერ აქვს გაკეთებული 1926, 1927, 1931, 1934 და 1938 წლებში.