სერბეთი მეორედ გახდა ფრენბურთში ევროპის ჩემპიონი
სერბეთი მეორედ გახდა ფრენბურთში ევროპის ჩემპიონი

ფრენბურთში სერბეთის მამაკაცთა ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა, სერბებმა სლოვენიის ნაკრები დაამარცხეს ოთხ სეტში – 3:1 (19:25, 25:16, 25:18, 25:20).

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა სერბეთის ნაკრების წევრი ალექსანდარ ატანასიევიჩი, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. 20 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ უროშ კოვაჩევიჩს. ეს უკანასკნელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

პირველად ევროპის ჩემპიონატის ოქრო სერბეთმა 2011 წელს მოიპოვა, სლოვენიამ კი გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი. ამ გუნდმა პირველად ვერცხლის მედალი 2015 წელს აიღო.

მესამე ადგილზე გავიდა პოლონეთის ნაკრები, რომელმაც ანგარიშით 3:0 (26:24, 25:22, 25:21) მოუგო საფრანგეთს.