სერბეთი ATP Cup-ის ჩემპიონია
სერბეთი ATP Cup-ის ჩემპიონია

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დასრულებული ATP Cup-ის გამარჯვებული სერბეთის ეროვნული გუნდია, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთის ძლიერი ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

დღის პირველ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 7:5, 6:1 იოლად დაამარცხა დუშან ლაიოვიჩი და ბალკანელები მეორე მატჩში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში იტოვებდნენ ტურნირის მოგების შანსს. სერბეთი-ესპანეთის დაპირისპირების მეორე შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი მარტივად ანგარიშით 6:2 7:6 დაამარცხა და ანგარიში 1:1 გახადა. მესამე გადამწყვეტ მატჩშიც სერბეთის ნაკრები მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდა და დამაჯერებლად ანგარიშით 6:3 6:4 გაიამრჯვა.

ბალკანელების რიგებში ვიქტორ ტროიცკი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხოლო ესპანელების მხარეს – ფელიციანო ლოპესი და პაბლო კარენიო ბუსტა ასპარეზობდნენ.