„სერენის“ მწვრთნელი - მიკვირს, მიქაუტაძეს „მეცში“ შანსი რატომ არ მისცეს #1TVSPORT
ბელგიურმა გამოცემა sportmagazine-მა „მეცის“ მიერ ბელგიაში გაგზავნილ ფეხბურთელებზე წერილი გამოაქვეყნა – ფრანგულმა კლუბმა „სერენში“ 7 ფეხბურთელი გაუშვა, მათ შორის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.
გამოცემასთან კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხორდი კონდომის ასისტენტმა, მარკ გროსანმა. მისი აზრით, ფრანგული კლუბიდან დამატებულებში საუკეთესოები მიქაუტაძე და იუსუფ მასიზი არიან.
„ბევრისთვის საინტერესოა, იუსუფ მასიზის და გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბში შანსი რატომ არ მისცეს. „მეცში“ კონკურენცია სხვა დონეზეა. მასიზმა უნდა იგრძნოს თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ და ჩვენ ამაში ხელს ვუწყობთ. იგივეს ვიტყვი მიქაუტაძეზე, რომელიც სრულიად გვაკმაყოფილებს.
„მეცში“ ხანმოკლე დაბრუნების დროს, გასული სეზონის ბოლოდან სექტემბრამდე, მას ყოველთვის არ იყენებდნენ საუკეთესო პოზიციაზე და აღარ ჰქონდა ის ადამიანური კავშირები, რაც „სერენში“ დაამყარა. გასული სეზონის ბოლოს მიქაუტაძის კანდიდატურა მისმა აგენტმა შემომთავაზა. მის რამდენიმე ვიდეოს გადავხედე და საინტერესოდ მომეჩვენა. ამ დროს მიქაუტაძე „სერენში“ ჯერ არ იყო დაბრუნებული. დღეს ორივე მაღალ დონეზე თამაშობს.
ეს ბიჭები არ გაჩერდებიან „სერენში“, თუ წარმატებული სეზონი ექნებათ. შესაბამისად, რამდენიმე თვეში გუნდის ხელახლა დაკომპლექტება გახდება საჭირო. მაგრამ „მეცის“ რესურსი იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ, ამ მოთამაშეებს არ დააბრუნებს“, – ამბობს „სერენის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.