სერ ელტონ ჯონი უოტფორდის სატრანსფერო პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული
სერ ელტონ ჯონი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული საფეხბურთო კლუბ უოტფორდის სატრანსფერო პოლიტიკაში და გუნდის ხელმძღვანელობას რეკომენდაციებსაც აძლევს, თუ რომელი ფეხბურთელის დამატება ღირს, – აცხადებს კლუბის თავმჯდომარე სკოტ დაქსბერი.
„ის სისტემატურ კონტაქტშია ჩვენთან – როგორც გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშთან დაკავშირებით, ასევე იმ ფეხბურთელებთან მიმართებაში, რომელთა გუნდში მოყვანა, მისი აზრით, სასარგებლო იქნება“, – ამბობს დაქსბერი.
სერ ელტონ ჯონი 2002 წლამდე უოტფორდის მფლობელი და თავმჯდომარე იყო, ახლა კი 71 წლის მუსიკოსი კლუბის საპატიო მუდმივ პრეზიდენტად რჩება და მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება.