ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა სექტემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში არც ერთი ლეგიონერი არ არის.
მეკარეები – ჯეკ ბატლანდი (სტოკ სიტი), ალექს მაკარტი (საუთჰემპტონი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი);
მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ჯო გომესი (ლივერპული), ჰარი მაგუაირი (ლესტერი), დენი როუზი (ტოტენჰემი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნ), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი), კირან ტრიპიერი (ტოტენჰემი), კაილი უოლკერი (მანჩესტერ სიტი);
ნახევარმცველები – დელე ალი (ტოტენჰემი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნ), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი);
თავდამსხმელები – ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნ), დენი უელბეკი (არსენალი).
8 სექტემბერს, ინგლისის ნაკრები ერთა ლიგაზე ესპანეთს მასპინძლობს, სამი დღის შემდეგ კი ამხანაგურ შეხვედრაში – შვეიცარიას შეხვდება.