ამერიკულმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა „იესპიენმა“ (ESPN) საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა, სადაც ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) კლუბმა „სენტ-ლუისმა“ წლის საუკეთესო დაბრუნების ჯილდო მიიღო.
„ბლუზებმა“ 2018/2019 სეზონზე სტენლის თასი მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ისინი 2019 წლის იანვარში დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ.