„სენტ-ეტენის“ ცენტრალურმა მცველი - მიქაუტაძესთნ შეხვედრას ახლაც დიდი ინტერესით დაველოდები #1TVSPORT
„სენტ-ეტენის“ ცენტრალურმა მცველმა, მიქაელ ნადემ Moneytimecast-თან ლიგა 1-ის ახალ სეზონზე ისაუბრა და კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.
„გასულ სეზონში ლიგა 1-ის საგზური პლეი ოფში „მეცის“ დამარცხების შემდეგ მოვიპოვეთ. ეს მატჩი დამატებით დროში, 118-ე წუთზე, გატანილი გოლის წყალობით მოვიგეთ. ვერ ვიტყვი, რომ მიქაუტაძემ ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა, მაგრამ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მასთან დაპირისპირებას ახლაც დიდი ინტერესით დაველოდები“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მცველმა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ახალი სეზონი უკვე დაიწყო. 17 აგვისტოს ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ვიცე-ჩემპიონ „მონაკოს“ დაუპირისპირდება, ხოლო მიქაუტაძის „ლიონი“18 აგვისტოს „რენს“ ესტუმრება.