სენსაციური ფინალი - საქართველოს თასის მფლობელი ფუტსალში ლიგის აუტსაიდერი „ილიაუნი“ გახდა #1TVSPORT
„ილიაუნი“ საქართველოს თასის მფლობელია – ასეთი სენსაციური შედეგით დასრულდა ფუტსალში საქართველოს თასის გათამაშება.
ფინალში ერთმანეთს „ილიაუნი“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი კსუ დაუპირისპირდებიან. სტუდენტური დერბის ბედი შეხვედრის 24-ე გადაწყდა. „ილიაუნის“ მოთამაშე ლაშა კურტანიძემ კსუ-ს კარი აიღო და გუნდი დააწინაურა.
კსუ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ილიაუნის“ მეკარემ, რომელმაც გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. საბოლოოდ, „ილიაუნმა“ 1:0 მოიგო და საქართველოს თასის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ „ილიაუნს“ მიმდინარე სეზონში ფუტსალსი ლიგაში ერთი მატჩიც არ მოუგია და ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.