სენსაციამდე ცოტა დააკლდათ - ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი“ ნახევარფინალშია #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის თასის 1/4 ფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე მეორე ლიგის „ფლორიდსდორფერთან“ გამართა და ნახევარფინალში გავიდა.
თუმცა, საამისოდ, ლუკა ლოჩოშვილის გუნდს დიდი მონდომება და ბრძოლა დასჭირდა, რადგან მოულოდნელად, დაბალი ლიგის გუნდმა მეტოქის დიდი წინააღმდეგობას გაუწია.
22 წლის ქართველი მცველი „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად 120 წუთი ითამაშა. ვოლფსბერგის „ლავანტალ არენაზე“ გამართულ შეხვედრას მასპინძლები 2:1 იგებდნენ, მაგრამ „ფლორიდსდორფერმა“ 90+6-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.
გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 110-ე წუთზე სტუმართა მცველის გაძევება – „ვოლფსბერგერმა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე 4:2 დაამარცხა და ავსტრიის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.