სენსაცია შორთთრეკში: უნგრეთის პირველი მედალი (ვიდეო)

სენსაციურად დასრულდა მამაკაცთა შორის შეჯიბრი შორთთრეკში 5 000 მეტრზე, რომლის გამარჯვებული უნგრული ოთხეული გახდა. სენსაციურობას ამ შედეგს ისიც სძენს, რომ უნგრელებმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარეს. მათ 0.064 წამით ჩამორჩა ჩინური ოთხეული, ბრინჯაოს მედალი კი წილად კანადელებს ხვდათ.

ამრიგად, მიმდინარე ოლიმპიადაზე უნგრეთმა პირველი მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე