სენსაცია „ლოკომოტივისგან“ - აუტსაიდერმა ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ქულები წაართვა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ სეზონის ერთ-ერთი სენსაციის ავტორი გახდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერმა ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულები წაართვა 1:1.
„ლოკომოტივს“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ეს მე-17 ტურში „საბურთალოსთან“ მოგებით მოახერხა. გუნდს მეტი ქულა აღარ აუღია – ბათუმის „დინამო“ კი 19 ტურია არ აგებს და ბოლო 6 მატჩი მოგებული ჰქონდა.
აუტსაიდერმა ლიდერთან კარგი თამაში ჩაატარა და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, 52-ე წუთზე დაწინაურდა. „ლოკომოტივი“ ნახევარმცველის, თორნიკე ძებნიაურის გოლით წინ გავიდა 1:0. ბათუმელებმა დარჩენილ დროში ის მოახერხეს, რომ 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და აუტსაიდერთან მხოლოდ ქულა მოიპოვეს.
ბათუმის „დინამომ“ 23 ტურის შემდეგ 54 ქულა დააგროვა და მისმა კონკურენტმა „დინამო თბილისმა“ სხვაობა შეამცირა, „ლოკომოტივი“ (4) კი ისევ ბოლო ადგილზეა და ამ წარმატების მიუხედავად, ამ დროისთვის ეროვნული ლიგიდან გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია.