ბოლნისში მორიგი სენსაცია დაფიქსირდა – კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში სიონმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. 29-ე წუთზე ქუთაისელებმა სწრაფი და შედეგიანი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ბუდუ ზივზივაძის გოლით დასრულდა 0:1.
ბოლნისელებმა თამაში გამოასწორეს და ორ წუთში სიონის თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ წონასწორობა აღადგინა. ბოლნისელები ამას არ დასჯერდნენ – უგულავამ 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სიონი დაააწინაურა. ქუთაისელთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ბოლნისელებმა 2:1 მოიგეს.
უგულავას ამ დუბლით 8 გოლი დაუგროვდა და ეროვნული ლიგის ბომბარდირებში ლიდერია, ხოლო სიონმა 14 ქულა მოიპოვა და მეექვსე ადგილზეა. ქუთაისის ტორპედო 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.