„ბოსტონ სელტიკსის“ მძიმე ფორვარდმა აარონ ბეინსმა „ფინიქსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ხელი მოიტეხა.
მოგეხსენებათ, წინა სეზონზე „სელტიკსის“ წამყვან კალათბურთელებს ტრავმები მუდმივად აწუხებდათ. გორდონ ჰეივარდს მძიმე მოტეხილობის გამო მთელი სეზონი გაუცდა, ასევე ოპერაცია გადაიტანა კაირი ირვინგმა. გუნდმა ოპტიმალურ შემადგენლობით დაიწყო ასპარეზობა, თუმცა როგორც ჩანს პრობლემები ბრედ სტივენსის გუნდს კვლავ შეაწუხებს. აარონ ბეინსმა „სანსთან“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა და მოედანზე აღარ გამოჩენილა.
ავსტრალიელ ცენტრს ოპერაციას ჩაუტარებენ. შეგახსენებთ, რომ „ბოსტონის“ შემადგენლობაში უკვე დაშავებულები არიან ალ ჰორფორდი და მარკუს მორისი. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აწუხებს.