„სელტას“ ყოფილი ლიდერი - კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თამაში შეუძლია, იტალიაში ასეთ ფეხბურთელებს აფასებენ #1TVSPORT
„სელტას“ ყოფილი ლიდერი - კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თამაში შეუძლია, იტალიაში ასეთ ფეხბურთელებს აფასებენ #1TVSPORT

ვიგოს „სელტას“ ყოფილმა ლიდერმა ალექსანდრ მოსტოვოიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ 21 წლის თავდამსხმელი იტალიაში თავს გამოიჩენს.

„მოახერხებს თუ არა ხვიჩა იტალიაში თამაშს? ვფიქრობ, შეძლებს. თუ იქ ადაპტაციის საშუალებას მისცემენ, ნებისმიერ იტალიურ კლუბს წაადგება. იტალიაში ასეთ ფეხბურთელებს აფასებენ – აქვს კარგი დრიბლინგი, სიჩქარე… ყველაფერი აქვს“, – განუცხადა მოსტოვოიმ „რბ სპორტს“.

მან ხვიჩა კვარაცხელიას „ატალანტაში“ გადასულ ალექსეი მირანჩუკთან შედარება არ ისურვა:

მირანჩუკისა და კვარცხელიას შედარება არ არის საჭირო. განსხვავებულია მათი გუნდებიც და კონკურენციის დონეც. ზოგადად, ხვიჩა ბევრად ადრე უნდა წასულიყო. ვნახოთ, იქ საქმე როგორ აეწყობა“.

კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი იური სიომინიც გამოეხმაურა.

„ვინ თქვა, რომ ხვიჩა არ უნდა გაეშვათ „ლოკომოტივიდან“ და რომ ის მომავალში კლუბისთვის ძალიან ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნებოდა? დიახ, ეს მე ვთქვი! ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, ვისთანაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მიმუშავია“.