სებასტიან ლარსონმა შვედეთის ნაკრებში 13-წლიანი კარიერა დაასრულა #1TVSPORT
შვედეთის ნაკრების კაპიტანმა სებასტიან ლარსონმა ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა ჩემს კარიერაში, მაგრამ დრო მოვიდა. ახალგაზრდა ასაკში ჩემი პირველი ოცნება იყო – ერთხელ მაინც მეთამაშა შვედეთის ნაკრებში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიამაყეს, რომელსაც ვგრძნობდო ყოველ ჯერზე, როცა ნაკრების მაისურს ვიცვამდი.
მოვიდა დრო მომავალმა თაობამ აიღოს პასუხისმგებლობა. და მე დარწმუნებული ვარ შვედური ფეხბურთის ბრწყინვალე მომავალში“, – დაწერა ფეხბურთელმა თავის „ინსტაგრამში“.
36 წლის ლარსონი შვედეთის ნაკრებში 13 წელი გამოდიოდა – 2008 წლიდან 2021 წლამდე, 133 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.