სებასტიან ფეტელს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგი არ სჭირდება
სებასტიან ფეტელს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგი არ სჭირდება

„ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა აღნიშნა, რომ სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებს და არ სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება.

გერმანელს ფსიქოლოგის აყვანა რამდენიმე გაზეთმა ურჩია და ამის მიზეზი მთელი რიგი შეცდომები იყო, რომელთა გამო ფეტელი ფორმულა 1-ის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში 40 ქულით ჩამორჩა ლუის ჰემილტონს.

„რა თქმა უნდა, ეს საინტერესო იდეაა. არ გამიგია არავინ, ვინც შეიძლება ჩემი დახმარება შეძლოს“, – ამბობს Bild-თან კომენტარში ფეტელი. – „დამიჯერეთ, გარკვეული კვლევა ჩავატარე ამ საკითხთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ სტრესს გავუმკლავდე, სწორი ბალანსის მოძებნა მჭირდება. ვიცი, რაც მეხმარება. რა თქმა უნდა, ზეწოლა არის, მაგრამ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. თუ თქვენ იცით, რისი მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ვერ მიდიხართ სასურველ შედეგებამდე, სავსებით ბუნებრივია, რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გიპყრობს”.