სებალიოსს „რეალ მადრიდში“ დაბრუნება სურს
სებალიოსს „რეალ მადრიდში“ დაბრუნება სურს

„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველ დანიელ სებალიოსს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით „არსენალში“ თამაშობს, სამეფო კლუბში დაბრუნება სურს.

„მე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ეს იდეალური გუნდია ნებისმიერისთვის, ვინც წარმატებაზე ფიქრობს. ვგრძნობ, რომ ნებისმიერი სირთულისთვის ვარ მზად“, – მოჰყავს სებალიოსის სიტყვები ბრიტანულ გამოცემა „მირორს“.

სებალიოსის იჯარა „არსენალში“ 30 ივნისამდე გასტანს.