სებალიოსი - „არსენალში“ ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემს მომავალს „რეალი“ წყვეტს
„სამეფო კლუბის“ ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა 2019/20 წლების სეზონი „არსენალში“ იჯარის წესით გაატარა. ფეხბურთელი ჟურნალისტებთან არ მალავს, რომ ლონდონში დარჩენა და „არსენალის“ რიგებში თამაში სურს.
„არსენალში“ პირველივე დღიდან თავს კომფორტუალდ ვგრძნობდი, – ციტირებს სებალიოსის სიტყვებს Sky Sports. – გულშემატკივრებმა ძალიან ტკბილად მიმიღეს. ამ კლუბში ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი პერიოდია, მაგრამ ჩემი ბედი „რეალში“ წყდება. ამ ეტაპზე არ ვიცი მადრიდში, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
პრესაში რამდენიმეჯერ დაიწერა, რომ მადრიდული გრანდი მზად არის, ლონდონელებს დანი სებალიოოსი იჯარის წესით კიდევ ერთი წლით დაუტოვოს.