საზონოვმა „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
საზონოვმა „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT

საბა საზონოვმა იტალიის ჩემპიონატში „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მაგრამ ეს სასიხარულო ამბავი მისთვის უიღბლოდ დასრულდა და პირველივე ტაიმში ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.

ტორონომ“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „ვერონას“ უმასპინძლა. წინა ტურში ალესანდრო ბონჯორნოს დაშვების შემდეგ საბამ ახალ კლუბში და ლიგაში სადებიუტო თამაში ჩაატარა და მწვრთნელმა პირველივე წუთებიდან ათამაშა.

„ჯვაროსნების“ მცველი საიმედოდ თამაშობდა, მაგრამ მე-15 წუთზე ტერფის მიდამოებეში ტკივილი იგრძნო, ამის გამო შეხვედრა მცირე ხნით შეჩერდა, მაგრამ ფეხი „გაუყინეს “და მოედანზე მაინც დაბრუნდა.

სამწუხაროდ, ტრავმა სერიოზული გამოდგა, 10 წუთში კიდევ ერთხელ შეჩერდა თამაში. ამჯერად, საზონოვი მოედანზე ვეღარ დარჩა და 27-ე წუთზე შეცვალეს. რამდენად სერიოზულია საბას ტრავმა და მოახერხებს თუ არა ოქტომბერში ნაკრების დახმარებას, ჯერ უცნობია.