საზონოვის მამა - საბას საქართველოს ნაკრებში გამოძახება ძალიან გამიხარდა, ეს ჩვენი არჩევანია #1TVSPORT
საბა საზონოვის მამამ საქართველოს ნაკრებში შვილის პირველ გამოძახებაზე ისაუბრა. ვილი სანიოლმა მოსკოვის „დინამოს“ მცველი 17 ნოემბერს მაროკოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩისთვის დაგეგმილ შეკრებაზე გამოიძახა.
„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ველოდით, თუ არა საბას ეროვნულ ნაკრებში ასე სწრაფად გამოიძახებას? ამაზე ვფიქრობდით… მთავარია, შანსი მიეცეს. როდესაც საბას უჩნდება შესაძლებლობები, იმედებს ამართლებს. საბამ საბოლოოდ დახურა კარი რუსეთის ნაკრებისთვის? არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთეთ. მომავალში საბა რუსეთის ლიგაში ლეგიონერად ჩაითვლება, მაგრამ არ მგონია, რომ ამან მის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედოს. რუსეთში ახლა ლეგიონერების ჭარბი რაოდენობა არ არის.
გარდა ამისა, ახალი ლიმიტი არ შეუშლის ხელს „დინამოს“ ან სხვა კლუბს, თუ მათი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ლეგიონერად ჩაითვლება. საფეხბურთო კარიერას მოქალაქეობის პრიზმით ვერ მიუდგები, ჩვენ არ შევდივართ ტექნიკურ და სამართლებრივ ასპექტებში. ფეხბურთელები თამაშობენ და ესაა მათი საქმე. ქართული თუ იცის? წერა-კითხვა არ შეუძლია, მაგრამ სრულყოფილად ურთიერთობს. ასე რომ, კომუნიკაციის პრობლემა არ იქნება. საბა ნახევრად ქართველია“, – აცახდებს საბა საზონოვის მამა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საზონოვი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა არჩევანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა და უარი თქვა რუსეთის სახელით თამაშზე.
მიმდინარე სეზონში 20 წლის მცველმა „დინამოს“ შემადგენლობაში 16 მატჩი ითამაშა. კლუბთან მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს მთავრდება.
საბა საზონოვის დედა, ნინო ნიშნიანიძე ქართველია, წარმოშობით სამტრედიიდან, რომელიც თამაშობდა ფრენბურთს საქართველოს ჩემპიონ „ჯიკოში“. მოგვიანებით იგი გადავიდა პეტერბურგში, სადაც გაიცნო საზონოვის მამა, ეროვნებით რუსი. თუმცა, ოჯახი და მათ შორის საბაც, გარკვეული პერიოდი სამტრედიაში ცხოვრობდა.