საზონოვი „ემპოლიში“ ითამაშებს - „ტორინომ“ საბა გამოსყიდვის ოფციით გაუშვა #1TVSPORT
„ემპოლი“ „ტორინოს“ შეუთანხმდა და გუნდიდან მოთამაშეები იჯარით დაიმატა, მათ შორის საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
„„Ემპოლი“ და „ტორინო“ გეგმავენ დიდ გარიგებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფეხბურთელი. პიეტრო პელეგრი და საბა საზონოვი „ემპოლის“ იჯარით შეუერთდებიან – გამოსყიდვის ოფციით. ორივე მოთამაშეს ეს გარიგება მოეწონა და თანხმობა განაცხადეს. სამაგიეროდ, ტურინულ კლუბს „ემპოლიდან“ სებასტიან ვალუკევიჩი შეუერთდება. 2000 წელს დაბადებული მოთამაშე „ტორინოში“ 5 მილიონ ევროდ გადავა“, – წერს დი მარციო.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოში“ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, წარმატებული გამოსვლის შემდეგ, 2023 წელს გადავიდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველმა „ტორინოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა.