საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეაუდიტორიის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეაუდიტორიის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეაუდიტორიის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სონარის“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის მიზანი იყო ტელეაუდიტორიის დემოგრაფიული სტრუქტურის, ტელეყურების სიხშირისა და ტელეკომპანიებისადმი ნდობის დადგენა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 18 წლის და უფროსი ასაკის ტელემაყურებლებმა.

კვლევამ გვიჩვენა, რომ სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.