საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტად ნიკოლაიაშვილი აირჩიეს - რურუა ბრძოლას საკუთარი ნებით ჩამოშორდა
საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ყრილობა გაიმართა და ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.
თავდაპირველად დელეგატებმა ფედერაციის განვლილი პერიოდის საქმიანობა განიხილეს და პრეზიდენტის, დავით რურუას მუშაობა დადებითად შეაფასეს. ის ფედერაციას ორი ვადით ხელძღვანელობდა და ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ფინალურ ეტაპზე ოთხჯერ გავიდა.
ამის შემდეგ პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. თავიდან მონაწილეობას სამი კანდიდატი აპირებდა – მოქმედი პრეზიდენტი დავით რურუა, ვეტერანი წყალბურთელი, თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი და „ოლიმპიკის“ მეპატრონე ალექსანდრე ნიკოლაიაშვილი.
საბოლოოდ, ზვიად დავითიანი და დავით რურუა ბრძოლას ჩამოშორდნენ და დარჩა მხოლოდ ალექსანდრე ნიკოლაიაშვილი, რომელსაც ყველა დელეგატმა მხარი დაუჭირა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა რურუამაც. ყრილობის დელეგატებმა სამი ვიცეპრეზიდენტი აირჩიეს – დავით რურუა, სანდრო ბითაძე და ირაკლი ბართაია.
ნიკოლაიშვილი, რომელიც საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ოთხი წელი უხელმძღვანელებს, კონკრეტული პროექტების განხორციელებას გეგმავს.