სავარაუდოდ ლონზო ბოლის სეზონი დასრულებულია
სავარაუდოდ ლონზო ბოლის სეზონი დასრულებულია

ლეიკერსისთვის“ 2018/2019 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა. გუნდს პლეი ოფში მოხვედრის მიზერული შანსი აქვს. ამას კი ორი ფაქტორი განაპირობებს. ლოს ანჯელესელები საპლეიფო ზონას, ანუ მერვე ადგილს რვა მოგებით ჩამორჩებიან. ამასთან ერთად, ლუკ ვოლტონის გუნდს ტრავმებმა მოსვენება არ მისცა.

დეკემბერში საკმაოდ დიდი პერიოდით დაშავდა ლებრონ ჯეიმსი, რამაც პრინციპში „ლეიკერსის“ წარუმატებელი სერია განაპირობა. ახლა კი გუნდს ახალი პრობლემები აქვს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გამთამაშაბელ ლონზო ბოლს უკვე იანვრის შემდეგ კოჭის ტრავმა აწუხებს.

როგორც ირკვევა, ბოლმა შესაძლოა ამის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეიკერსის პლეი ოფში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. ლონზო ბოლი 47 ჩატარებულ შეხვედრაში საშუალოდ 9.9 ქულას, 5.4 გადაცემას, 5.3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებს. პარკეტზე ის საშუალოდ მატჩში 30.3 წუთს ატარებს.