„გოლდენ სტეიტმა“ სუპერფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „უორიორზის“ გულშემატკივრებს სანერვიულო მაინც აქვთ. „ტორონტოსთან“ სერიის მეორე მატჩში ტრავმა მიიღო კლეი ტომპსონმა, რომლის თამაში მესამე შეხვედრაში საეჭვოა. ასევე კვლავ საეჭვოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დურანტის თამაშიც, რომელიც ამ დრომდე წვივის ტრავმას მკურნალობს.
„გოლდენ სტეიტის“ ლაზარეთს კიდევ ერთი კალათბურთელი შეუერთდა. სტივ კერის გუნდის ცენტრმა კევონ ლუნიმ როგორც ჩანს გულმკერდის მძიმე ტრავმა მიიღო. „ი ეს პი ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ 23 წლის ცენტრი „უორიორსს“ განუსაზღვრელი დროით დააკლდა და სავარაუდოდ სუპერფინალურ სერიაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.