საულ ნიგესი „ჩელსიში“ - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის მთავარი გარიგებები (ინგლისი) #1TVSPORT
* „ჩელსიმ“„ატლეტიკოდან“ საულ ნიგესის იჯარის შესახებ გამოაცხადა. ამისთვის ლონდონელები მადრიდელებს 4-5 მილიონ ევროს გადაუხდიან, მომავალი წლის ზაფხულში კი კიდევ 40 მილიონს მისცემენ „ატლეტიკოს“.
* „ტოტენჰემი“ „ბარსელონას“ მოელაპარაკა მცველ ემერსონის გადასვლაზე. კატალონელებმა ამის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მიიღეს. ემერსონის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
* სალომონ რონდონი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ევერტონში“ გადავიდა.
* „არსენალმა“ გამოაცხადა იაპონელი მცველის ტაკეჰირო ტომიასუს შეძენის შესახებ. ის ლონდონში „ბოლონიადან“ გადავიდა და მასში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.
* კრისტალ პალასმა“ დაადასტურა 16.3 მილიონ ევროდ „სელტიკიდან“ შოტლანდიის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ედსონ ედუარის შეძენა.
* ექტორ ბელერინი „არსენალიდან“ „ბეტისში“ გადავიდა.
* „შეფილდ იუნაიტედმა“ „რომადან“ იჯარით აიყვანა შვედეთის მაკრების მეკარე რობინ ოლსენი.