საულ ალვარესმა ჯეიკობსი დაამარცხა და საშუალო წონაში ტიტულები გააერთიანა
ცნობილმა მექსიკელმა მოკრივემ საულ კანელო ალვარესმა (51-1-2, 35 KO) გააერთიანა ტიტულები საშუალო წონაში ამერიკელი დანიელ ჯეიკობსის (35-2, 29 KO) დამარცხების შემდეგ. ბრძოლა ლას ვეგასის თი-მობაილ არენაზე (T-Mobile Arena) გაიმართა.
ახლა კრივის მსოფლიო ასოციაციისა (WBA) და კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) ტიტულებს კანელომ კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) საჩემპიონო ქამარი დაუმატა და აბსოლუტური ჩემპიონობისთვის კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) ტიტული სჭირდება.
საქმე მივიდა მსაჯების გადაწყვეტილებამდე, რომელიც ალვარესის უპირატესობიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევდა – სამივემ უპირატესობა კანელოს მიანიჭა – 116:112, 115:113, 115:113.
მექსიკელმა ამ ბრძოლისთვის 35 მილიონი დოლარი მიიღო, ჯეიკობსმა – 12.5 მილიონი.