საუკეთესო სერიის მეშვიდე მატჩში გაირკვევა
საუკეთესო სერიის მეშვიდე მატჩში გაირკვევა

“მილუოკიმ” საკუთარ არენაზე “ბოსტონი” კვლავ დაამარცხა. “ბაგსმა” “სელტიკსს” დამაჯერებელი ანაგარიშით, 97-86 სძლია და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი სერიის მეშვიდე თამაშში გაირკვევა.

მილუოკელებმა მეტოქესთან მხოლოდ პირველი მეოთხედი წააგეს. გუნდს კვლავ იანის ანტეტანკუმპომ ულიდერა (31 ქულა, 14 მოხსნა). კრის მიდლტონის და ბროგდონის ანგარიშზე 16-16 ქულაა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ჯეისინ ტატუმი გამოდგა. ალ ჰორფორდმა 10 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი ბოსტონის “ტი დი გარდენში” 29 აპრილს შედგება.