საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე - კვარაცხელია მსოფლიოს ტოპ 50 ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელეს
საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე - კვარაცხელია მსოფლიოს ტოპ 50 ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელეს

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ტოპ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა – ეს იყო საუკეთესო საჩუქარი ფეხბურთელისთვის, რომელიც 12 თებერვალს 20 წლის გახდა

მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგში გამოცემა „ეკიპმა“ XXI საუკუნეში, 2001 წლის პირველ იანვრის შემდეგ დაბადებული მოთამაშეები დაასახელა.

პირველ ადგილზე „ბარსელონას“ ფორვარდი ანსუ ფატი გავიდა. სამეულში ასევე მოხვდნენ ედუარდო კამავინგა („რენი“) და რაიან გრევენბერხი („აიაქსი“).

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები

1. ანსუ ფატი (ბარსელონა, 2002 წელს დააბდებული)

2. ედუარდო კამავინგა (რენი, 2002)

3. რაიან გრევენბერხი (აიაქსი, 2002)

4. პედრი (ბარსელონა, 2002)

5. ჯოვანი რეინა (დორტმუნდი, 2002.)

6. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის ბორუსია, 2003)

7. იარი ფერსჰერენი (ანდერლეხტი, 2001)

8. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი, 2001)

9. ბუკაიო საკა (არსენალი, 2001)

10. მირონ ბოადუ (ალკმაარი, 2001) …

——————————————

34. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, 2001)

„ეკიპმა“ რუსეთის ჩემპიონატიდან მხოლოდ ქართველი გამოარჩია. სიაში ორი უკრაინელიც მოხვდა – კიევის „დინამოს“ მცველი ილია ზაბარნი და „შახტარის“ მეკარე ანატოლი ტრუბინი.