საუკეთესო მეკარეა - ელიგამ მეორე წრეში კუპატაძე გამოარჩია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ელიგის ვებგვერდის შეფასებით, საუკეთესო არა წინა ხაზის მოთამაშე, არამედ მეკარე ლაზარე კუპატაძეა.
ბათუმის „დინამოს“ მეკარემ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მეკარეობა გამოცდილ მიხეილ ალავიძეს ჩამოართვა და 18-ივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
კუპატაძე მშრალი თამაშების რაოდენობითაც ლიდერობს – მან გოლი 10 შეხვედრაში არ გაუშვა. მეორე წრეში 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაუშვა. 25 წლის კიპერმა გოლი ოთხ შეხვედრაში გაუშვა, ხოლო 5 მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა.
საინტერესოა, რომ მან მეორე წრეში კარში კარგი თამაშის გარდა, თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა – ეს მან თავის ყოფილ კლუბთან, „საბურთალოსთან“ შეხვედარში მოახერხა.
ლაზარე კუპატაძე საქართველოს ნაკრებშიც ბოლო სამი წელია სისტემატურად იწვევენ, სადებიუტო მატჩი ვილი სანიოლის დროს, პლოეშტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარა.