საუკეთესო ლეგიონერად ლეანდრო რიბეირო დასახელდა | სფფ დაჯილდოების ცერემონია
ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერად გორის „დილას“ ბრაზილიელი ფებურთელი ლეანდრო რიბეირო დასახელდა.
ფეხბურთელი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა მან ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეოს საშუალებით მიმართა და აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ამ წუთებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემაჯამებელი სხდომა და დაჯილდოვების ცერემონიალი მიმდინარეობს.