საუდის არაბეთში ლევანდოვსკის 100 მილიონ დოლარს სთავაზობენ #1TVSPORT
საუდის არაბეთის კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას „ბარსელონას“ ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებას შეეცდებიან.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, საუდის არაბეთში მზად არიან, ლევანდოვსკის ხელფასის სახით წელიწადში 100 მილიონი დოლარი გადაუხადონ.
თავად პოლონელი ფორვარდი „ბარსელონაში“ თამაშის გაგრძელებას გეგმავს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ლევანდოვსკის ოჯახს ხელს აძლევს ესპანეთში ცხოვრება, ფეხბურთელი კი კარიერის დასრულების შემდეგ ამ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას განიხილავს. ხოლო „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში, ლევანდოვსკი, სავარაუდოდ, აშშ-ში თამაშს მიანიჭებს უპირატესობას.
ამ სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, ჯუდ ბელინგემს ის სამი გოლით ჩამორჩება.