საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]
თვითმფრინავს, რომლითაც საუდის არაბეთის ნაკრები როსტოვში ურუგვაისთან მატჩზე მიემგზავრებოდა, ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა. Airbus A319-100-ს ძრავა დაეწვა.
საბოლოოდ, თვითმფრინავი როსტოვში მშვიდობიანად დაეშვა, ფეხბურთელები კი უკვე დაბინავდნენ აეროპორტში.
Airbus A319-100 ერთ-ერთ რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის.
ურუგვაისა და საუდის არაბეთის მატჩი 20 ივნისს გაიმართება. პირველ ტურში არაბებმა 0:5 წააგეს, ურუგვაიმ 1:0 დაამარცხა ეგვიპტე.