საუდის არაბეთის ჩემპიონატში ევროპელი მსაჯების მოწვევას გეგმავენ #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატში სურთ, რომ პრემიერლიგიდან და სხვა წამყვანი ევროპული ტურნირებიდან მაღალკვალიფიციური მსაჯები მოიწვიონ, რადგან ადგილობრივი არბიტრები მსოფლიო დონის ვარსკვლავების ავტორიტეტის გამო ზეწოლას განიცდიან, რაც არასწორი გადაწყვეტილებების მიზეზი ხშირად ხდება, – იუწყება The Times-ი.
წერილში აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთიდან უკვე დაუკავშირდნენ არაერთ ევროპელ მსაჯს, მათ შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილე არბიტრებს.
ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, პრემიერლიგაში მსაჯების წლიური ანაზღაურება 120-300 ათას ფუნტს შორის მერყეობს და საუდის არაბეთის ჩემპიონატში მათ გაცილებით მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებენ.