სატრანსფერო ჭორები - „ლეგია“ კუპატაძეს იწვევს, ფანები ცნობებს უარყოფენ #1TVSPORT
სატრანსფერო ჭორები - „ლეგია“ კუპატაძეს იწვევს, ფანები ცნობებს უარყოფენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძით ვარშავის „ლეგია“ დაინტერესდა – ინფორმაციას SportoweFakty ავრცელებს.

„ვარშავის კლუბი მომავალ სეზონისთვის გაძლიერებას ცდილობს, მათ შორის მეკარის პოზიციაზე. სეზონის ბოლოს არტურ ბორუცი კარიერას დაასრულებს და გამოსამშვიდობებელ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. რიჩარდ სტრებინგერი, სავარაუდოდ, დარჩება, ხოლო სეზარი მისტა და კაკპერ ტობიასი, რომლებიც „ლეგიადან“ იჯარით არიან გაშვებულები, ასევე დაბრუნდებიან. არმიელები ლაზარ კუპატაძეს ადევნებენ თვალყურს – 26 წლის ქართველს, რომელიც 2021 წლის იანვრიდან ბათუმის „დინამოში“ თამაშიბს. ამ კლუბის სპორტული დირექტორი „ლეგიას“ ყოფილი ფეხბურთელი ლადო დვალიშვილია“, – წერს გამოცემა.

თუმცა, ინფორმაციას პოლონური კლუბის ფან-კლუბის გვერდი, „ლეგია.ნეტ“ მოკლე რეპლიკით გამოეხმაურა: „ჩვენი ინფორმაციით, „ლეგია“ მეკარის როლში არავის ეძებს“.

კუპატაძე „საბურთალოს“ აღზრდილია და საქართველოს ყველა ასაკის ნაკრებში უთამაშია. მიმდინარე სეზონში ბათუმელთა კარში 18 მატჩი ჩაატარა, ასევე ორი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.