სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ჩირო ვენერატო ამტკიცებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ რჩება #1TVSPORT
იტალიური ტელეკომპანია Rai-ის სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჩირო ვენერატომ Tele A-ს გადაცემა „Terzo Tempo“-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალ სეზონშიც „ნაპოლიში“ ითამაშებს.
„კვარაცხელია ნეაპოლში დარჩება, მისი კონტრაქტის პირობები გაუმჯობესდება, ხელფასი 1.2-დან 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც დაემატება ბონუსები. ის მომავალ ჩემპიონატს „ნაპოლიში“ დაიწყებს განახლებული კონტრაქტით, რომელიც მას გუნდთან ხუთი წლით დააკავშირებს“, – აცხადებს ჩირო ვენერატო.
ამასთან დაკავშირებით areanapoli წერს: „ცნობილია, რომ „ნაპოლის“ სურს შეინარჩუნოს თავისი ქართველი მარგალიტი, რომელმაც ნიჭითა და უსაზღვრო თვისებებით ყველა მოხიბლა. 22 წლის ხვიჩა კვარაცხელია სატრანსფერო ბაზარზე გასულ ზაფხულს გამოჩნდა, მაგრამ საოცარ სეზონს ატარებს და ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღება მიიპყრო. ცხადია, გრანდები მომავალ ზაფხულს ყველაფერს გააკეთებენ მის გადასაბირებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ აურელიო დე ლაურენტისი არ დააპირებს ასე სწრაფად მის გაყიდვას“.