სატრანსფერო ბაზარზე ახალი რეკორდი დამყარდა

11:18, 04.09.2019

ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების კლუბებმა 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ჯამში 5.5 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც ახალი სატრანსფერო რეკორდია, – იტყობინება BBC. წინა რეკორდი გასულ წელს დამყარდა და ის 4.3 მილიარდ ევროს უდრიდა.

რეკორდსმენები გახდნენ კლუბები ინგლისის პრემიერლიგიდან, რომლებმაც ჯამში 1.55 მილიარდი ევრო დახარჯეს. მეორე ადგილზე არიან ესპანური კლუბები – 1.36 მილიარდი ევრო. სამეული შეავსეს იტალიურმა კლუბებმა – მათი დანახარჯია 1.16 მილიარდი.

უფრო მოკრძალებულები იყვნენ გერმანიისა (736 მილიონი) და საფრანგეთის (665 მილიონი) კლუბები. მაგრამ მათი მონაცემები ასევე რეკორდია ამ ქვეყნებისთვის.

BBC-მ ასევე წარმოადგინა ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სია:

ინგლისი – მცველი ჰარი მაგუაირი („ლესტერიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 80 მილიონი ევრო).

ესპანეთი – ფორვარდი ჟოაო ფელიქსი („ბენფიკადან“ „ატლეტიკოში“ – 113 მილიონი ევრო.

იტალია – ფორვარდი რომელუ ლუკაკუ („მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ინტერში“ – 74 მილიონი ევრო).

გერმანია – მცველი ლუკას ერნანდესი („ატლეტიკოდან“ „ბაიერნში“ – 68 მილიონი ევრო).

საფრანგეთი – ფორვარდი ვისამ ბენ იედერი („სევილიადან“ „მონაკოში“ – 36 მილიონი ევრო).

მსგავსი