ინდივიდუალურ სპრინტში ოლიმპიურმა ჩემპიონმა იოჰანეს კლებომ კომენტარი გაუკეთა ლეგენდარული იამიაკელი სპრინტერის, უსაინ ბოლტის განცხადებას. რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი ერთ ბოთლ შამპანურს დაპირდა მას, ვინც ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მოიგებს და თან მის სახელგათქმულ გამარჯვების ჟესტს შეასრულებს. პასუხად, კლებომ ბოლტი საინტერესო ორთაბრძოლაში გამოიწვია.
“ვნახე უსაინის წინადადება. იქნებ, უფრო საინტერესო რამ მოგვეფიქრებინა. მაგალითად, მივიღებ მისგან შამპანურს, თუ ნიუ იორკში, ცენტრალურ პარკში, ჩემს წინააღმდეგ 100 მეტრზე გამოვა. ის ირბენს, მე კი თხილამურებით ვიქნები. ვნახოთ, ვინ მოიგებს. ოღონდ, ძალიან სრიალა თოვლი დამჭირდება”, – განაცხადა კლებომ TV2-თან კომენტარში.
21 წლის კლებო ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია სათხილამურო რბოლების ისტორიაში. ამ სეზონში, მან მსოფლიოს თასის 10 ეტაპი მოიგო 13 შესაძლებლიდან.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე