სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა
სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. პოლიციამ აქციის მონაწილე ორი პირი დააკავა.
როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, აღნიშნული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემომყოფებს.
პოლიციის ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.