ტრავმა, რომელიც ლევან ხარაბაძემ კვიპროსის ჩემპიონატში, ლიმასოლის აელ-თან შეხვედარში მიიღო, მძიმე არ აღმოჩნდაა და დიდი ალბათობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი „პაფოსს“ შემდეგ ტურში დაეხმარება – ინფორმაციას გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.
„ხარაბაძე უკვე კარგ ხასიათზეა. „პაფოსის“ მოთამაშემ ლიმასოლში აელ-თან მატჩის შემდეგ, სტადიონი ღიმილით დატოვა. აშკარაა, რომ მას თავში მიყენებული დარტყმა უკვე დაივიწყა“, – წერს გამოცემა.
კვიპროსის ჩემპიონატის მეათე ტურში ლევან ხარაბაძე ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ლიმასოლის აელ-თან გასვლით მატჩში, რომელიც „პაფოსმა“ 3:1 მოიგო. 27-ე წუთზე ხარაბაძეს მასპინძელთა მცველი, ბრუნო სანტოსი ეუხეშა და აელ-ის კარში პენალტი დაინშნა, რომლითაც სტუმრები დაწინაურდნენ. ხარაბაძეს კი თავის შეხვევა დასჭირდა, რადგან ბრაზილიელმა ლეგიონერმა ძლიერად ჩაარტყა. საბოლოოდ, ქართველმა ლეგიონერმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შესაცვლელი გახდა. 22 წლის ქართველმა მცველმა მესამე მატჩი ჩაატარა კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერის ფორმით, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად მოხვდა და პირველი გოლის გატანაში წვლილი შეიტანა.
„პაფოსი“ ათი ტურის შემდეგ, 26 ქულით ჩემპიონატის ლიდერია – მე-11 ტურში ლევან ხარაბაძის გუნდი გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის „ანორთოსისს“ შეხვდება. მატჩი 10 ნოემბერს „პაფოსის“ სტადიონზე გაიმართება.