სასამართლომ რონალდინიოს აპელაცია არ დააკმაყოფილა
სასამართლომ რონალდინიოს აპელაცია არ დააკმაყოფილა

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო პარაგვაიში შინაპატიმრობაში დარჩა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ფეხბურთელის აპელაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო და მისი ძმა რობერტო დე ასისი დაკავებულნი იყვნენ ქვეყნის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტებით შესვლის მცდელობის გამო. მოგვიანებით, დაკავებულებს პატიმრობა პარაგვაის ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობად შეეცვალათ.

წარუმატებელი აპელაცია ნიშნავს იმას, რომ რონალდინიო შინაპატიმრობის ქვეშ რჩება იქამდე, სანამ საქმე სასამართლოში არ იქნება განხილული.

ბრაზილიელი ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, იყო მსოფლიოს ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ (2005 წელი) მფლობელი.