სასამართლომ „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა
სასამართლომ „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ გაამართლა ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი, – იტყობინება გაზეთი ასი.

როსელი ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ უკანონო გზით მიითვისა 15 მილიონი ევრო, რომელიც ბრაზილიის ნაკრების საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიიღო. მან ასევე გაასხვისა ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ მატჩებზე უფლებები.

ჩინოვნიკს ასევე ადანაშაულებდნენ ოფშორული კომპანიებისგან მიღებული ფულის გათეთრებაში.

როსელი 2017 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს და 2019 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.