სასამართლო ნეიმარსა და ბარსელონას შორის ორი თვით გადაიდო
სასამართლო ნეიმარსა და ბარსელონას შორის ორი თვით გადაიდო

საფეხბურთო კლუბ ბარსელონასა და ნეიმარს შორის სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო, 21 მარტისთვის გადაიდო. თავის ყოფილ კლუბს ბრაზილიელი ვარსკვლავი ე.წ. ლოიალობის ბონუსის გადაუხდელობისთვის უჩივის, რაც დაახლოებით 26 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანური გრანდი, თავის მხრივ, ამ ბონუსის გადახდაზე უარს იმ მიზეზით აცხადებს, რომ პარი სენ-ჟერმენთან შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდა. შესაბამისად, ბარსელონა ნეიმარს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს და ბრაზილიელისგან 75 მილიონ ევროს ითხოვს.

ნეიმარი ბარსელონიდან პარი სენ-ჟერმენში 2017 წელს გადავიდა და ფრანგულმა გრანდმა მასში ყველა დროის სარეკორდო თანხა – 222 მილიონი ევრო გადაიხადა.