ტურინის „იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ სერია ა-ში ახალი რეკორდი დაამყარა. მან იტალიის ჩემპიონატში 100 გამარჯვება ყველაზე სწრაფად მოახერხა.
სარისთვის გუშინდელი მატჩი სამპდორიასთან (2:1) საიუბილეო გამოდგა. იმისათვის, რომ სპეციალისტს 100 შეხვედრა მოეგო, მას 169 მატჩის ჩატარება მოუხდა. მანამდე რეკორდი ასევე იტალიელ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ეკუთვნოდა, რომელმაც ამ შედეგის მიღწევა 185 შეხვედრაში შეძლო.