სარიმ ემრე ჩანის და მანჯუკიჩის ლიგის განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ შეიყვანა გუნდის ორი ძირითადი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას.ისინი გამოჯანმრთელებაში ძალიან დამეხმარნენ. ლიგის განაცხადის შედგენა გამირთულდა. ორი საკვანძო ფიგურის გარეთ დატოვება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. არანაირი პირადული, მხოლოდ პროფესიონალიზმის ამბავია. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ, სადაც მათაც შეუძლიათ თამაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე არაა. ნაპოლიში 14-15 მოთამაშე თამაშობდა, ჩელსიში 18, აქ კი დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა სარიმ.