სარი საკუთარი ფეხბურთელებით უკმაყოფილოა
სარი საკუთარი ფეხბურთელებით უკმაყოფილოა

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის თასის ფინალში „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„კლუბის ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები და გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მეტის გაკეთება ნამდვილად არ შეგვიძლია, რადგან სიმწვავე გვაკლია“, – ციტირებს „ფუტბოლ იტალია“ სარის. – „ფინალურ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელის დანაკლისი გვქონდა, რის გამოც ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა. ჩვენი ფეხბურთელები იტალიაში მარტივ მოგებებს არიან მიჩვეულები, რაც ბოლო ორ შეხვედრაში ნამდვილად არ გამოგვდის. რონალდო? იგი ისეთივე ფორმაშია, როგორშიც დიბალა და დუგლას კოშტა არიან. მას შეტევებში სიმწვავე აშკარად აკლია“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის 0-0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ნეაპოლელებმა 4-2 იმარჯვეს.