სარდალაშვილმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოდის.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი სამი ძიუდოისტით წარდგა. 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს მსოფლიო პირველობის ოქროც შემატა.

ამავე წონაში შაქრო შათირიშვილი რეპეშაჟიდან ცდილობდა მედლის მოპოვებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 52 კგ-ში კი მარიამ ლაფაჩიშვილი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.