„სარბიელის“ ვერსიით, საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილია #1TVSPORT
„სარბიელის“ ვერსიით, საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „სარბიელის“ გამოკითხვით 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი მოთამაშეა – საზეიმო დაჯილდოება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა და ვეტერანი ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების პარტნიორი თბილისის მერია გახლდათ.

სარბიელმა“ ტრადიციულად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად დაასახელა. გამოკითხვა დროულად მოეწყო და მაისს- ივნისში დასრულდა, მაგრამ ლაურეატის გამოცხადება და დაჯილდოება ობიექტური მიზეზების გამო 19 სექტემბრამდე გადაიდო.

გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ მაისში, ანუ სეზონის ბოლოს დაასახელეს 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა (163 ქულა), რომელმაც 10 ქულით აჯობა მეორეადგილოსანს, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას. მესამე ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ჰატაისპორის“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე გავიდა.

შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვას 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება, 10-წლიანი პაუზის შემდეგ 2018 წელს აღადგინა. მამარდაშვილი მეორე მეკარეა, ვინც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – პირველად „სარბიელის“ გამოკითხვაში 1995 წელს აკაკი დევაძემ გაიმარჯვა.